„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, შიო მესამეს აღსაყდრების დღეს ულოცავს.
მისივე თქმით, ეკლესიის ძლიერება ყოველთვის იყო ჩვენი სახელმწიფოს ძლიერების განმაპირობებელი და ასე იქნება მომავალშიც.
„დღეიდან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ჰყავს ახალი პატრიარქი, რომლის წინამძღოლობით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ეკლესია გააგრძელებს იმ უმნიშვნელოვანესი და უნიკალური როლის შესრულებას, რომელიც მას ისტორიულად აკისრია – ჩვენი ერის რწმენაში გაძლიერება და ეკლესიის ირგვლივ საზოგადოების გამთლიანება.
ეკლესიის ძლიერება ყოველთვის იყო ჩვენი სახელმწიფოს ძლიერების განმაპირობებელი და ასე იქნება მომავალშიც,“ – წერს ჯაფარიძე.
















