ბადრი ჯაფარიძე: „ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ახალი ადმინისტრაციის და შეცვლილი კანონმდებლობის პირობებში”

„ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ახალი ადმინისტრაციის და შეცვლილი კანონმდებლობის პირობებში”- ამბობს ჯაფარიძე.

“ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ბატონ ფილ რიკერთან გვქონდა ღია საუბარი თუ რა გეგმები გვაქვს ოპოზიციას. ჩვენ გავაცანით ჩვენი პოზიცია თუ რატომ მივიჩნევთ ამ არჩევნებს გაყალბებულად. ჩვენ მოვისმინეთ ასევე სახელმწიფოს თანაშემწის შეხედულებები ამ ფაქტთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატები დარჩეს ძალიან აქტიურად ჩართული მიმდინარე პროცესში იმისათვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ შეთანხმების მიღწევა. შეთანხმების, რომელიც სჭირდება ჩვენ ხალხს და ჩვენ ქვეყანას. ბუნებრივია, რომ ჩვენ არ ვასაჯაროებთ საუბრის დეტალებს და დიალოგს ეს არის ჩვენი შეთანხმება და აქვე ხაზგასმით, ვამბობ რომ ჩვენი პოზიცია არის უცვლელი, რომ ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ კონსტრუქციულად და ჩვენი ურთიერთობა ხელისუფლებასთან გაგრძელდეს დიალოგის რეჟიმში, რომ ჩვენ მივაღწიოთ ახალი არჩევნების დანიშვნას. ახალი არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს სხვა ადმინისტრაციის პირობებში და შეცვლილი კანონმდებლობის პირობებში,”- განაცხადა ლელოს გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე: რეგიონში რუსი სამხედროების რიცხვის გაზრდამ ძალთა ბალანსი დაარღვია
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: 2003 წელს ელჩი რიჩარდ მაილსი მუდმივად მეუბნებოდა, მეორე ადგილს დავთანხმებოდი, მაგრამ გავიმარჯვე, რის შემდეგაც ჯორჯ ბუშმა დამირეკა, მომილოცა და ჩამიხუტა