ბადრი ჯაფარიძე 20 ივნისის მოვლენებზე – ბრძანება იყო არაფორმალურად გაცემული, ყველაფერს გამოძიება სჭირდება

სამწუხაროდ, ახლა, როდესაც დაპირისპირებული არიან ვითომდა „ქართული ოცნება“ და „ქართული ოცნების“ განაყოფი, ახლა არის საუბარი, რომ გამოყენებული იქნა მეტი ძალა, ვიდრე საჭირო იყო, მაგრამ მე ამ განცხადების გულწრფელობის არ მჯერა, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა და საკითხზე ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადება შეაფასა.

მისივე თქმით, ყველაფერს გამოძიება სჭირდება.

„რა თქმა უნდა, ეს არის დიდი პრობლემა. როდესც დაიწყო დარბევა, ამისი საჭიროება აღარ არსებობდა, ამიტომ ჩვენთვის ნათელია, რომ ჩვენ სამწუხაროდ, საქმე გვაქვს არაფორმალურად გაცემულ ბრძანებასთან. შესაბამისად, არაპროპორციული ძალის გამოყენებასთან, მაგრამ გამოძიება მაშინ უნდა დაწყებულიყო, როდესაც ეს ფაქტი მოხდა. წლებია, სწორედ ამაზეა საზოგადოების პროტესტი. სამწუხაროდ, ახლა, როდესაც დაპირისპირებული არიან ვითომდა „ქართული ოცნება“ და „ქართული ოცნების“ განაყოფი, ახლა არის საუბარი, რომ გამოყენებული იქნა მეტი ძალა, ვიდრე საჭირო იყო, მაგრამ მე ამ განცხადების გულწრფელობის არ მჯერა. იყო გამოყენებული არაპროფორციული ძალა, ბრძანება იყო არაფორმალურად გაცემული და ეს ყველაფერი გამოძიებას საჭიროებს. თუმცა დღევანდელი პროკურატურის პირობებში ჩვენ არ ველოდებით ობიექტურ გამოძიებას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 586, იმერეთში – 131, ქვემო ქართლში – 81
შემდეგი სტატიაყაჩაღობაში და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ბრალდებულს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა