ბადრი ბიწაძე: ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, რაც ვიცოდი, ყველაფერზე ვუპასუხე. იყო კითხვები, საიდანაც ზოგი მე მეხებოდა, ზოგიც – არა

საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ბადრი ბიწაძე გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.

„ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, რაც ვიცოდი, ყველაფერზე ვუპასუხე. იყო კითხვები, საიდანაც ზოგი მე მეხებოდა, ზოგიც – არა. საქმის გარემოებიდან გამომდინარე, მე ვესწრებოდი შეხვედრას, ერთ-ერთი კომისიის სხდომას და ამ შეხვედრის ოქმზე არის ჩემი ხელმოწერა. ეს იყო ერთ-ერთი რიგითი შეხვედრა, რომელზე იხილებოდა აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის საკითხი. მე კომისიის წევრი არ ვყოფილვარ, საზღვრის დაცვას ვხელმძღვანელობდი. საზღვრის დაცვა იცავს დადგენილ საზღვარს და მე დადგენაში მონაწილეობას არ ვიღებდი. არ მაქვს მოლოდინი, აღმოვჩნდე ბრალდებულის სკამზე, რადგან ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. შეხვედრაზე, რომელსაც 2006 წელს ვესწრებოდი, არანაირი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული“, – განაცხადა ბადრი ბიწაძემ.

banner
წინა სტატიაშიბოკერია: პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ხელისუფლებას არ აქვს ხედვა, რწმენა, კომპეტენცია, სურვილი და ამოცანა, რომ ეს ინსტრუმენტი ეფექტურად გამოიყენოს
შემდეგი სტატიადავით ფაცაცია: სტრასბურგის გადაწყვეტილება არის სამართლებრივი გამარჯვება ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაციის გზაზე