17.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

ბადრი აბაშიძე: “იყო შანტაჟიც, მუქარაც, რომ დამიჭერდნენ… ამაში ჩართულია საპატრიარქოც”

“იყო შანტაჟიც, მუქარაც, რომ დამიჭერდნენ… ამაში ჩართულია საპატრიარქოც”, – ეს სიტყვები ეკუთვნის მამაკაცს, რომელმაც ცოტა ხნის წინ Facebook-ლაივში თავის დაწვა სცადა.

სანამ ბადრი აბაშიძე თვითმკვლელობის მცდელობის ამ გზას მიმართავდა, მან ვრცლად ისაუბრა მასზე განხორციელებულ მუქარასა და ზეწოლაზე, რომელსაც პარლამენტარები და მოქმედი მაღალჩინოსნები მასზე ანხორციელებდნენ.

“მოქმედმა პარლამენტარმა რამდენჯერმე დამიბარა და მისმა გარემოცვამ, იყო შანტაჟიც, მუქარაც, რომ დამიჭერდნენ… ამაში ჩართულია საპატრიარქოც”… მიმართვის შემდეგ მან თავის დაწვა სცადა

არსებული ინფორმაციით, ბადრი აბაშიძე ამჟამად, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, ამ დროისთვის, დამატებითი დეტალები უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ცნობისთვის, ბადრი აბაშიძე ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თამაზ აბაშიძის შვილია.

banner
წინა სტატიაშიგაეროს გენერალური მდივანი: “გაერთიანებული ერების ორგანიზაცია „გარდაუვალი ფინანსური ჩამოშლის“ საფრთხის წინაშე დგას”
შემდეგი სტატიაBloomberg: “რუსეთის არმიის დანაკარგები მისი შევსების შესაძლებლობებს გაუტოლდა”