“ბადაგონის” ორივე ქარხანამ მუშაობა შეაჩერა

????????????????????????????????????

კომპანია „ბადაგონში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსხურის შესვლის შემდეგ, ზემო ხოდაშენსა და მანავში მდებარე ქარხნებმა მუშაობა შეაჩერა.

“რაც თბილისში ჩვენი საწარმოს სათავო ოფისში ფინანსური სამსახური შევიდა, მას შემდეგ მუშაობა შევაჩერეთ. კომპანია დილიდან პარალიზებულია. ჯერ არ ვიცით, როდის გავაგრძელებთ სამუშაო პროცესს.

რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შემოსვლას ჩვენს კომპანიაში, ამაზე მე ვერაფერს გეტყვით. იმედია, ყველაფერი დროულად გაირკვევა, რადგან დიდი ხნით გაჩერების შემთხვევაში, საწარმო ზარალზე წავა,” – აღნიშნა სანდრო ქუმსიშვილმა.

როგორც ცნობილია, „ბადაგონში“ საგამოძიებო სამსახური დღეს შევიდა.

banner
წინა სტატიაშიექიმი – დოდო გუგეშაშვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება
შემდეგი სტატიაირაკლი ლექვინაძე – პრემიერ-მინისტრის დავალებით, კომპანია „ბადაგონში“ მიმდინარე პროცესი პირად კონტროლზე ამყავს