ბაციკაძე – ნიკა მელიამ თქვა, ვინც შევა პარლამენტში, ის არის „პუფიო“, „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ ერთი წევრი მოვუყვანე, დავაყენებთ საკითხს, „პუფს“ მივანიჭოთ უფლებამოსილება

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით ბაციკაძემ დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში „პუფი“ დადგა.

ბაციკაძე ამბობს, რომ პუფი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაციის შესვლასთან დაკავშირებით მიიტანა, რითაც ნიკა მელიას შეახსენა განცხადება, რომ „ვინც საკანონმდებლო ორგანოში შევა, ის იქნება „პუფი“.

„მე გავაკეთე ის, რაც თქვა პარტიის თვმჯდომარე ნიკა მელიამ. მან თქვა: „ვინც შევა პარლამენტში, ის არის „პუფი“. „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ ერთი წევრი მოვუყვანე და დღეს დავაყენებთ საკითხს, კიდევ ერთ წევრს, „პუფს“ მივანიჭოთ უფლებამოსილება, რადგან ასე თქვა ნიკა მელიამ“, – აცხადებს დავით ბაციკაძე.

აჭარის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით ოპოზიციის წევრები დღეს პირველად ესწრებიან.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე უკრაინის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატიახვიჩია – მეურნე მერის იდეის მომხრე არ ვარ, არჩევით თანამდებობაზე უნდა იყოს პოლიტიკოსი