“ბაჩოს 13 წლის ძმისშვილი სადარბაზოში დააკავეს, წაართვეს მობილური და ზარებზე პასუხის საშუალებას არ აძლევდნენ” – ანი ნადარეიშვილი

დაკავებული ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლი, ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ როდესაც მათ სახლში იარაღიანი სამართალდამცველები შევიდნენ, ბაჩოს 13 წლის ძმისშვილი სადარბაზოში დააკავეს, წაართვეს მობილური და ზარებზე პასუხის საშუალებას არ აძლევდნენ.

მისივე თქმით, მოზარდი 3 საათის განმავლობაში ქუჩაში ისე ჰყავდათ დაკავებული, რომ მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არავის არ ჰქონდა.

“იმ წუთებში, როცა ჩვენთან რუსის ავტომატიანი მონები შემოცვივდნენ, ბაჩოს 13 წლის ძმისშვილი დათა ახალაია გადიოდა სადარბაზოდან, ბავშვი დააკავეს, წაართვეს ტელეფონი და 3 საათი ქუჩაში ყავდათ დაკავებული ისე, რომ არავინ არ იცოდა ბავშვის ადგილსამყოფელი. მის ტელეფონზე განუწყვეტლივ შედიოდა დედამისის ზარი და ბავშვს არ აპასუხებინეს დედისთვის,თუნდაც ორი სიტყვით რომ ეთქვა რომ ცოცხალი იყო. ყველა ქოცს გისურვებთ იგივე გაიაროთ!” – წერს ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი: “ეს ის ომია, რომელიც პუტინს ერთ კვირაში უნდა მოეგო და ახლა მეოთხე წელი მიდის”
შემდეგი სტატიაზელენსკი: “თუ, რუსეთი 60 დღით ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება, უკრაინა მზადაა “ტრამპის გეგმა” რეფერენდუმზე გაიტანოს”