“ძალიან რთულია ამ უსამართლობის დანახვა. კიდევ უფრო რთულია მათი დანახვა, ვინც ამ უსამართლობას ხელს უწყობს, პროკურორები, მოსამართლეები, ცრუ მოწმეები. ადამიანები, ვისთან ერთადაც ვცხოვრობთ და მოგვიწევს ცხოვრება. ვინც გაშიშვლდა საბოლოოდ ყველას და ყველაფრის წინაშე, საკუთარი სინდისის წინაშე. ძალიან რთული იქნება მართლა ადამიანურად აპატიო ის არჩევანი, რომელიც მათ თავიანთი გადაწყვეტილებით გადადგეს და მიიღეს. ვფიქრობ, რომ მათ ძალიან დიდი ტვირთის ტარება მოუწევთ სიცოცხლის ბოლომდე. მართლა ვღელავ მათ მაგივრად “, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მსახიობმა ბაჩო ქაჯაიამ სინდისის პატიმრების განაჩენის შესახებ სააპელაციო სასამართლოში.

















