ბაჩო კიკაბიძე: მაესტრო მე მეკუთვნის

ტელეკომპანია “მაესტროსთან” დაკავშირებით დღეს დანიშნული ორი სასამართლო პროცესიდან ერთ-ერთი გადაიდო. ამ პროცესის მთავარი მიზეზი იყო „მაესტროს“ გენერალური დირექტორის ბაჩო კიკაბიძის მოთხოვნა, რომელიც ლოგოს გამოყენების და უფლების დაბრუნებას მოითხოვს.
როგორც ბაჩო კიკაბიძე აცხადებს „პროცესი გაარკვევს აქვს თუ არა ზეგავლენა საქართველოში ფულიან ბიზნესმენს მოსამართლეზე.

“მაესტრო მე მეკუთვნის,“- აღნიშნა კიკაბაძემ.

ლევან გაჩეჩილაძის ადვოკატები კი ამბობენ, რომ ბაჩო კიკაბიძეს ლოგო უსასყიდლოდ გადაეცა, რაც არაკანონიერია.

დღევანდელი პროცესი გადაიდო ბაჩო კიკაბიძის ადვოკატის მოთხოვნის საფუძველზე, ის პირველად იყო ჩართული ამ პროცესში და მოითხოვა ვადა საქმის მასალების გასარკვევად.

 

banner
წინა სტატიაშიბათუმში მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება
შემდეგი სტატიაშავი ზღვის სანაპიროზე დელფინების გამორიყვის შემთხვევები დაფიქსირდა – სპეციალისტები ადგილობრივ მოსახლეობას აფრთხილებენ