ბაჩო დოლიძის მეუღლე: იქნებ, ოჯახის წევრებს გააგებინოთ სად გადაიყვანეს ჩემი ქმარი!!!

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ბაჩო დოლიძის მეუღლე, თინათინ დიდავა, წერს რომ დოლიძის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ენმ-ის წევრი დღეს სუს-თან გამართულ აქციაზე დააკავეს.

იქნებ, ოჯახის წევრებს გააგებინოთ სად გადაიყვანეს ჩემი ქმარი!!! თქვენ საერთოდ ნორმალურები ხართ!!! მთელი დღეა ვეძებთ და ამ დრომდე ვერ აღმოვაჩინეთ სად არის!” – წერს თინათინ დიდავა.

ცნობისთვის, დღეს 11:00 საათზე, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, სუს-სთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან, და იუსტიციის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ერთი საათის განმავლობაში სამართალდამცველებმა ჯამში 46 ადამიანი დააკავა, მათ შორის არიან, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები.

აქციაზე შეკრებილები მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასა და მიტაცებული არჩევნების დაბრუნებას მოითხოვდნენ.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: ბიძინა ივანიშვილი აშშ-ში გაემგზავრა
შემდეგი სტატიაბორის ყურუას ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია