8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს.

საქმე ეხება ახალაიას სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან თქვა: „ივანიშვილი არის დასამხობი“. ვიდეოჩანაწერი, რომელიც, მისი მეუღლის განცხადებით, დახურულ სასამართლო სხდომაზეა გადაღებული, სოციალურ ქსელ Facebook-ზე გავრცელდა.

ცნობისთვის, ახალაია ასევე ბრალდებულია ე.წ. 4 ოქტომბრის საქმეზე – მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ედავებიან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას, რაც სასჯელის სახით 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშინარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ჩამონათვალს ახალი ნივთიერებები ემატება
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინი – საიმედო პარტნიორებისთვის, მათ შორის სლოვაკეთისა და უნგრეთისთვის, ენერგორესურსების მიწოდებას ვზრდით