ბაჩო ახალაიას შეწყალების მოთხოვნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას გენერალმა გოგი თათუხაშვილმა მიმართა

2011-2013 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საჩუქრების შესაძენად 3 765 600 ლარი დახარჯა

ბაჩო ახალაიას შეწყალების მოთხოვნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას გენერალმა გოგი თათუხაშვილმა მიმართა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინიტრაციაში განუცხადეს.

მათი განმარტებით, თათუხაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს ომის ვეტერანთა და ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების შეწყალების თხოვნით მიმართა, მათ შორის იყო ბაჩანა ახალაიაც. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, კანონმდებლობის შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ავტომატურად მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და 17 ადამიანის შესახებ სათანადო დოკუმენტაცია გამოითხოვა.

„არსებული კანონმდებლობის მიხედვით, როდესაც ხდება საქართველოს პრეზიდენტისადმი შეწყალების თხოვნით მიმართვა, როგორც მსჯავრდებულის, ასევე სხვა ნებისმიერი პირის მიერ, ავტომატურად პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან სათანადო დოკუმენტაციის გამოთხოვა.

25 დეკემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემოვიდა გენერალ გოგი თათუხაშვილის წერილი. თათუხაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა, ომის ვეტერანთა და ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ, მათ შორის იყო ბაჩანა ახალაიაც. კანონმდებლობის შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ავტომატურად მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და გამოითხოვა 17 ადამიანის შესახებ სათანადო დოკუმენტაცია.

განცხადებას გოგი თათუხაშვილის გარდა ხელს აწერდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელები, ასევე რამდენიმე ათეული მოქალაქე.

სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის თავმჯდომარე შმაგი ჩოხელი, ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის -მანანა ანდღულაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „აპრიორი“-თავმჯდომარე ბესიკ შენგელია, აფხაზეთი საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა-თავმჯდომარე თენგიზ სანაია, დედები შვილების დასაცავად – თავმჯდომარე მეგი გოცირიძე, სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრი – თავმჯდომარე ზვიად კუპრავა, საქართველოს ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ერთიანი საქართველო“ – თავმჯდომარე ვაჟა ცეცაძე, საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება-თავმჯდომარე მანანა ჯებაშვილი, ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა-თავმჯდომარე ირაკლი კიკიანი, საქართველოს ახალგაზრდა ინტელექტთა გაერთიანება „ლაზარე“-თავმჯდომარე ჯონი კვარაცხელია, ახალი ხედვა საქართველო-თავმჯდომარე გიგა ნასარიძე, სამართალდამცავთა დაცვის ლიგა – თავმჯდომარე ლევან გვაზავა, მოძრაობა „დაბრუნება“ – თავმჯდომარე მალხაზ პატარაია.

პოლიტიკური პარტია „ვეტერანები და პატრიოტები საქართველოსთვის“ , დამოუკიდებელ ჟურნალისტთა საზოგადოება „თავისუფალი სიტყვა“, საქართველოს შსს და ომის ვეტერანთა კავშირი „ფარ ხმალი“, თავისუფალი ზონა, „ვეტერანები საზღვრებს გარეშე“ საერთაშორისო ორგანიზაცია-კავშირი“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

banner
წინა სტატიაშიაშშ-მა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა
შემდეგი სტატიადღეს ნინოობაა