5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
banner

ბაჩო ახალაიას მეუღლე: “არანაირი მტკიცებულება და მოწმე არ არსებობს საქმეში და სწორედ ამიტომ არის დახურული სხდომა”

არანაირი მტკიცებულება და მოწმე არ არსებობს საქმეში და სწორედ ამიტომ არის დახურული სხდომა, რომ საზოგადოებამ ვერ გაიგოს ის სიმართლე, რისთვის ჰყავთ ბაჩო ახალაია დაკავებული, ეს არის ერთადერთი არგუმენტი., – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩოა ახალაიას მეუღლემ განაცხადა.

ანი ნადარეიშვილის თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, ბაჩო ახალაიას საქმეზე გამოძიება დასრულებულია და საქმეში ბრალდებულის წინააღმდეგ არაფერი დევს.

“მე მაქვს ინფორმაცია, რომ ბაჩოს წინააღმდეგ საქმეში არაფერი არ დევს საერთოდ, გამოძიება დასრულებულია, არაფერი დაუმატებიათ, დღეს არის წინასასამართლო სხდომა და არანაირი მტკიცებულება, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არ არსებობს საქმეში. დევს ექსპერტიზის დასკვნა, არ აქვეყნებენ. პროპაგანდისტული მედია იყენებდა ამას, რომ ადამაინებზე ზემოქმედება ყოფილიყო და დაეჯერებინათ. ეს დასკვნა დევს, რომელიც ადასტურებს, რომ ჩანაწერი ყალბია”, – განაცხადა ნადარეიშვილმა.

 

banner
წინა სტატიაში“ალექსეი ნავალნის მოწამვლა საერთაშორისო წესების „აშკარა დარღვევაა“ – ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებას მოითხოვს
შემდეგი სტატია2024 წლის აქციებზე დაკავებულთა ინტერესებს საია დაიცავს