32 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

ბაჩო ახალაიას, ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების დამხობის შესახებ განცხადებასთან დაკავშირებულ საქმეზე, 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სასამართლომ ბაჩო ახალაიას, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების დამხობის შესახებ განცხადებასთან დაკავშირებულ საქმეზე, 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო.

მისი გადაწყვეტილებით ბაჩო ახალაიას 2,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ახალია, შესაბამისად, მას არც საბოლოო სიტყვის უფლებით უსარგებლია.

ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას ბრალი სასამართლოზე ნათქვამი ფრაზისთვის: “მე ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს”, წაუყენეს.

ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიკირცხალია: სადაც მიგვიწვევენ და ჩავთვლით საჭიროდ, რომ უნდა წავიდეთ, როცა მიგვიწვევენ, რა თქმა უნდა, ყველგან ვიქნებით
შემდეგი სტატიაგიორგი შარაშიძე: პარლამენტში მომხდარზე კირცხალიას განცხადება „სრულიად უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმია“