3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

ბაჩო ახალაიას ადვოკატი: სხდომის დახურვა ძალიან საშიში გარემოებაა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ადვოკატი, მალხაზ ველიჯანაშვილი აცხადებს, რომ სხდომის დახურვა ძალიან საშიში გარემოებაა, რადგან საზოგადოების ინფორმირება ფიზიკურად ვერ მოხდება.

სხდომის დახურვა ძალიან საშიში გარემოებაა იმიტომ, რომ საზოგადოების ინფორმირება ფიზიკურად ვერ მოხდება. მხოლოდ მხარეების განმარტებების დაჯერება მოუწევს. საზოგადოება ვერ დაინახავს რეალურ სიტუაციას. მოტივი იყო ძალიან არარეალური – თურმე, ვიღაც მოწმის სახელი, გვარი და მონაცემები რომ არ გამჟღავნებულიყო. ამის გამო დაიხურა მთლიანი საქმე, სადაც უნდა მოხდეს იმ ვიდეოჩანაწერის მოსმენა, რომელიც საზოგადოებამ ისედაც მოისმინა. ამასთან, ექსპერტის მოსმენა. ამის გამო დახურა მთელი საქმე, რაც მიმაჩნია, რომ კანონის დარღვევაა და საჯაროობის პრინციპს მკვეთრად ეწინააღმდეგება“,- განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან კითხვაზე, მას შემდეგ, რაც ახალიას მეუღლე, ანა ნადარეიშვილი უარს განაცხადებს მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე, „შეეძლება თუ არა მას პროცესში მონაწილეობის მიღება“, ადვოკატმა აღნიშნა: „მოსამართლის განმარტება იმის საფუძველს იძლევა, რომ უარის თქმის მერე სასამართლო მას დაუშვებს“.

ამასთან, ადვოკატის თქმით, ბაჩო ახალაიას შესავალი სიტყვა, რომელიც სასამართლო პროცესზე წარმოთქვა, „მართლაც შესავალი სიტყვა იყო იმ კუთხით, რომ თავიდან ბოლომდე აღწერა, როგორ წაუყენეს ამ უკანონო ბრალდებაზე ბრალი“.

ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

banner
წინა სტატიაშიკვიპროსის პრეზიდენტი: ბრიტანულ ბაზაზე თავდასხმა ირანული დრონით განხორციელდა
შემდეგი სტატიაპროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა