„ბაჩო ახალაიამ დედის გასვენებაში მისვლაზე უარი თქვა!“ – სააკაშვილი „ფეისბუქზე“ სკანდალურ პოსტს აქვეყნებს

„ბაჩო ახალაიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უარი თქვას რეჟიმის შემოთავაზებაზე, სპეცრაზმის ბადრაგის თანხლებით მიიყვანონ დედის გასვენებაში,“ – ამის შესახებ საქათველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვმილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს და იქვე დასძენს, რომ ბაჩო ახალაიას „გამორჩეული დედა ჰყავდა“.
„მას 20 წელზე მეტი ვიცნობდი და დიდ პატივს ვცემდი. დარწმუნებული ვარ, რომ ვერც ერთი ის ადამიანი, რომელიც თვლის, რომ ბაჩო უნდა იჯდეს, ვერ დაგისახელებთ იმ მუხლს, რომლითაც ის არის გასამართლებული. მას მისჯილი აქვს „კანონიერი ქურდების“ ჩვენების საფუძველზე და განაჩენში წერია, რომ მან „სავარაუდოდ, ჩაიდინა დანაშაული“. ეს არის ჭორვილური სამართალი, რომელიც სამარცხვინო ლაქად დარჩება საქართველოს ისტორიაში,“ – აღნიშნავს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიფინანსური დარღვევები GEM FEST-ზე – საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაეროღანმა გერმანიაში მცხოვრებ თურქებს სკანდალური მოწოდება გაუგზავნა