თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია დაკავებულია. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ახალია დაკავებულია 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში.
სუს-ში მტკიცებით, ექს-მაღალჩინოსანი 4 ოქტომბრის მოვლენებს ინტერნეტ – აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და საქართველოში მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალაია.
„მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ 4 ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების დროს აღნიშნულ მოვლენებს ინტერნეტ – აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და საქართველოში მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალაია“, – განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.
















