ბაჩიაშვილის გატაცების საქმე ივანიშვილის მონაწილეობით იყო დაგეგმილი, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მისივე შეფასებით, საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველის ჩამოყვანა ირაკლი კობახიძეს პირად კონტროლზე ჰქონდა აყვანილი, რომელმაც ბოკუჩავას თქმით, აბუ-დაბიში სუს-ის შეფი, ანრი ოხანაშვილი “ხელქვეითად გააგზავნა”.
კადიროვის ჩეჩნეთში არაფერი ხდება კადიროვის გარეშე. ივანიშვილის საქართველოშიც არაფერი ხდება ივანიშვილის გარეშე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაგეგმილია თავად ივანიშვილის მონაწილეობით. ანრი ოხანაშვილი, რომ კობახიძის ხელქვეითია, ეს მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ. მათი მუშაობის და მათი ურთიერთობის დინამიკას მრავალი წლის მანძილზე ვუყურებდი საქართველოს პარლამენტში. ამიტომ, როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძემ პირად კონტროლზე აიყვანა ბაჩიაშვილის საქმე და ხელქვეითად გააგზავნა ანრი ოხანაშვილი”. – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.