თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი ამბოსბ, რომ გიროგი გახარიას ივანიშვილის დავალებით გაუსწორდნენ.
„ივანიშვილის გარეშე ასეთ თვითნებობას ვერავინ გაბედავს“,- ამბობს გადაცემა “რეაქციაში“ ბაჩიაშვილი.
ამასთან, ის აცხადებს, რომ “ყველა პატიმარი, ბიძინას პირადი პატიმარია“.
ყველა პატიმარი, ბიძინას პირადი პატიმარია, ბიძინას გარეშე არცერთი დავალება არ სრულდება, არცერთი ანგარიშსწორება არ ხდება, მეტსაც ვიტყვი, არცერთი შეკვეთილი გალახვა, დარწმუნებული ვარ, გიორგი გახარიას შემთხვევაშიც, ეს ამბავი შეთანხმებული იყო, რადგან , როგორც ჩანს, შეთანხმებული იყო მასშტაბურ დონეზე. ივანიშვილის გარეშე ასეთ თვითნებობას ვერავინ გაბედავს. ეს იყომოპრიგი პირადი ანგარიშსწორება. და ეს თუ ასე არ არი, მაშინ ის ადამიანებიუკევ დაკითხულ-დაჭერილები იქნებოდნენ. როდესაც მსგავს რამეს რეაგირება არ მოყვება, ე.ი. თვითნებობა არ იყო და თუ იყო, მაშინ ამ ამბის შემდეგ მაინც მიიღეს ბიძინა ივანიშვილის დალოცვა“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.