ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი ბაჩიაშვილი გიორგი გახარიაზე თავდასხმას ეხმაურება და ექსპრემიერს სოლიდარობას უცხადებს.
მისი შეფასებით, “გიორგი გახარიას მიმართ „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული პარლამენტისა და მთავრობის წევრების მიერ განხორციელებული ძალადობრივი და სამარცხვინო თავდასხმა კიდევ ერთხელ აჩვენებს ივანიშვილის დანერგილ ტოქსიკურ პოლიტიკურ კულტურას და მზარდ ავტორიტარიზმს, რომელიც ძირს უთხრის ჩვენს დემოკრატიის საფუძვლებს”.
დღეს კიდევ ერთხელ გავხდით მოწმე ქართული ოცნების პოლიტიკის მორიგი სიბნელის. გიორგი გახარიას მიმართ „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული პარლამენტისა და მთავრობის წევრების მიერ განხორციელებული ძალადობრივი და სამარცხვინო თავდასხმა კიდევ ერთხელ აჩვენებს ივანიშვილის დანერგილ ტოქსიკურ პოლიტიკურ კულტურას და მზარდ ავტორიტარიზმს, რომელიც ძირს უთხრის ჩვენს დემოკრატიის საფუძვლებს.
სრულ სოლიდარობას ვუცხადებ გიორგი გახარიას – ადამიანს, რომელმაც მიუხედავად სირთულეებისა, კვლავ ღირსეულად და გამბედაობით განაგრძო საქართველოს სამსახური. ეს მორიგი ლაჩრული თავდასხმა არა მხოლოდ მასზე, არამედ ყველა ჩვენგანზეა, ვინც თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული საქართველოს სჯერა.
ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ ძალადობის, დაუსჯელობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ, რათა ჩვენი ქვეყნის მომავალი დაფუძნებული იყოს პატივისცემაზე, სამართლიანობასა და თანასწორობაზე.” – წერს ბაჩიაშვილი.