ბაჩანა შენგელიას უფლებადამცველის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების დასრულებამდე მნიშვნელოვანია, რომ განათლების მინისტრმა და ინსპექტირების სამსახურის ხელმძღვანელმა, ასევე ინსპექტირების კიდევ ორ თანამშრომელმა, რომელთა ბრალეულობაც იკვეთება, ზუგდიდის საჯარო სკოლაში განხორციელებულ შემოწმებულ ფაქტთან მიმართებაში, თანამდებობები დატოვონ.
ადვოკატის განცხადებით, არსებული მტკიცებულებებიც უკვე ადასტურებს ისეთ დარღვევებს, რაც მათი თანამდებობის დატოვების საფუძველი უნდა გახდეს. ამავდროულად, ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მათი თანამდებობაზე დარჩენის შემთხვევაში, დამატებით დარღვევებს ჰქონდეს ადგილი, რაც საქმის წარმოებისთვის ხელის შემშლელი შეიძლება აღმოჩნდეს.
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილი და მისი უფლებადამცველი მთავარ პროკურატურაში მივიდნენ.