ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე წამლები

პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, გარდაცვლილის სხეულში აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატები. გამოძიებისვე ცნობით, მან ეს პრეპარატები თავად, სხვადასხვა აფთიაქში შეიძინა.

პროკურატურამ აფთიაქში ბაჩალიაშვილის ყოფნის ვიდეოებიც გაასაჯაროვა.

“საბოლოო ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის სხეულიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში: კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნაწლავი, თირკმელი, კუნთი – აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები.

ამავე დასკვნით, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულებით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას. ამავდროულად, აღნიშნული მედიკამენტები ერთდროულად მიღებისას აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას ორგანიზმზე”, – ნათქვამია დასკვნაში.

პროკურატურის თქმით, ბაჩალიაშვილი ინტერნეტში Google-ის მეშვეობით ეძებდა, თუ სად იყიდებოდა ამ ტიპის პრეპარატები ურეცეპტოდ. უწყების ცნობით, მან ჯამში შეიძინა 20 საძილე აბი, არტერიული ნევის პრეპარატის 60 აბი და ნატრიუმის კოფეინის ბენზოატის შემადგენლობის პრეპარატის 12 აბი.

მთავარმა პროკურატურამ დაღუპული პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ექსპერტიზის დასკვნა დღეს, 4 სექტემბერს გაასაჯაროვა.

banner
წინა სტატიაშივიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ევროკავშირის პროექტის „დანაშაულის პრევენციის, პრობაციის და პენიტენციური სისტემების მხარდაჭერა“ დასკვნითი კონფერენცია გახსნა
შემდეგი სტატიაპროკურატურა: FBI მხოლოდ შტატებში მომხდარ სისხლის სამართლის საქმეებს იძიებს