ბაჩალიაშვილის მამა შსს-მ დაზარალებულად ცნო, შეიცვალა საქმის კვალიფიკაციაც – ადვოკატი

region
ავტ.: region ივლისი 24, 2020 15:27

ბაჩალიაშვილის მამა შსს-მ დაზარალებულად ცნო, შეიცვალა საქმის კვალიფიკაციაც – ადვოკატი

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაზარალებულად ცნო. შეიცვალა საქმის კვალიფიკაციაც და გამოძიებას უწყება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გააგრძელებენ. ამის შესახებ იფორმაცია ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა გააკეთა.

დაზარალებულად ცნეს დაზარალებულის უფლებამონაცვლედ, შეიცვალა 143 მუხლს დაემატა 115-ე მუხლის პირველი ნაწილი, თვითმკვლელობამდე მიყვანა, თავისუფელბის უკანონო აღკვეთა, – თქვა მიხეილ რამიშვილმა.

ოჯახი დამოუკიდებელი ექსპერტისა და სამხარაულის ბიუროს დასკვნას ელოდება.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც ამ თემაზე შსს-ში გამართულ პირველ ბრიფინგზე განაცხადეს, პირველადი დათვალიერებით ბაჩალიაშვილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. მათივე ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა 17 ივლისს აფთიაქში მედიკამენტებიც შეიძინა.

region
ავტ.: region ივლისი 24, 2020 15:27