ბაჩალიაშვილის დედა: მაბულინგებენ, რატომ არის რამიშვილი თქვენი ადვოკატიო

თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი პროკურორ მარიამ გოგორელიანს ბულინგში ადანაშაულებს.

„მაბულინგებენ, რატომ არის რამიშვილი ჩვენი ადვოკატი თურმე, რატომ მოვიდა, რა ჰონორარის ფასად. ეს არის პროკურორი მარიამ გოგორელიანი. ჩამაცივდა, კაპანაძეს [ჟურნალისტს] შენ მიეცი თუ არა ის წერილიო, რა მნიშვნელობა აქვს მაგათთვის ვინ მისცა, წყარო ვინ იყო. მიიტანა იმ კაცმა, გაასაჯაროვა და გამოიკვლიონ. მქონდა სახლში მაგრამ არ ჩამითვლია, რომ რამე ისეთი იყო და ჟურნალისტმა ჩათვალა საჭიროდ, იმ წყარომ, ვინც მიაწოდა და გაასაჯაროვა, რა არის ამაში ცუდი. ბევრი კითხვებია რამიშვილთან დაკავშირებითო და რატომ არის ბევრი კითხვის ნიშანი? ვინც არ უნდა ყოფილიყო ადვოკატი, მაინც იგივე კითხვები ექნებოდათ, ყელში გაეჩხირათ ეს კაცი“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითბილისში არასრულწლოვანი ბიჭი გააუპატიურეს
შემდეგი სტატია“პოლიტიკურმა პროცესებმა საქართველოში მიიღო უკიდეგანო და ტოტალური ტყუილის სახე”