ბაჩალიაშვილები ადვოკატის დაკავების შემთხვევაში აქციებს აანონსებენ

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ფიქრობს, რომ მიხეილ რამიშვილის ტელეფონის ჩამორთმევით პროკურატურა მის დაპატიმრებას შეეცდება, ამით კი გამოძიება საქმის გადაფარვას ცდილობს.

ადვოკატის დაპატიმრების შემთხვევაში კი ბაჩალიაშვილის ოჯახი აქციებს აანონსებს.

მიზანმიმართულად უნდათ რამიშვილის ჩამოშორება. იმდენად უსუსურია ჩვენი პროკურატურა, მკვლელების მაგივრად ადვოკატებს ებრძვის. მივმართავ შოთაძეს, შორს მისი სისხლიანი ხელები ამ ადამიანისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებს იმას, რასაც ელოდება. რადგან ჯერ აქციებს არ ვაანონსებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გადავიღალე, გადავიფიქრე ან მეშინია, – ამბობს ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი.

მიხეილ რამიშვილი სამხარაულის ექპერტიზის ბიუროში დღეს ისევ მივიდა. მისი ტელეფონის ექპერტიზა ამ დრომდე არ დასრულებულა.

იმ დღიდან, როცა ამ საქმეში ჩავერთე, დაიწყო მუქარა, თვალთვალი და ცილისწამებები ჩემი მისამართით. ჩემს 23 წლის შვილს დაბურულმინებიანი მანქანა დაჰყვება. პროკურატურის თქმით, თურმე მე ვიცოდი, რომ ფოტოები იყო გაყალბებული და მათ ფალსიფიცირებას ვაორგანიზებდი, – ამბობს რამიშვილი.

პროკურორი დავით გუმბერიძე კი ფიქრობს, რომ “რამიშვილი ცდილობს, ემოციური ფონი შეიქმნას გარშემო, თუმცა ეს მიმდინარე გამოძიებას ხელს ვერ შეუშლის”.

banner
წინა სტატიაშიეს არის კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს „ქართული ოცნების” ერთ-ერთი გამორჩეული და ღვარძლიანი სახე, ქალბატონი წულუკიანი -სერგი კაპანაძე
შემდეგი სტატიაგიგა მაქარაშვილის, ზუკა ბერძენიშვილისა და ირაკლი კაჭარავას საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დარეგისტრირდა