15.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026
banner

ბაბიში: სჯობდა ევროპას თანხები უკრაინის აღდგენისკენ მიემართა და არა ომისკენ

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის განცხადებით, ევროპა არასწორად მართავს უკრაინისთვის გამოყოფილ დაფინანსებას და სამხედრო კონფლიქტი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს.

ბაბიშმა აღნიშნა, რომ ევროპისთვის ჯობდა 377 მილიარდი ევრო უკრაინის აღდგენისთვის გამოეყენებინა. მისივე თქმით, მაშინ, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, ევროპა დიალოგში არ ერთვება, თუმცა ზოგიერთი ლიდერი უკვე აღიარებს ამის საჭიროებას.

„იქ ხალხი იღუპება. ახალგაზრდა უკრაინელები — არ ვიცი, ევროპაში რამდენი 600 000–700 000-ია — ალბათ, მათაც არ სურთ ბრძოლა. კარგი იქნება, თუ ეს სამხედრო კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდება“, — განაცხადა ბაბიშმა.

ჩეხეთის პრემიერის მტკიცებით, ახლა მსოფლიო და ევროპელი ლიდერების ჯერია, რომლებიც ამჟამად ომზე საუბარს უფრო ხელსაყრელად მიიჩნევენ, ვიდრე მისი დასრულების მცდელობას.

banner
წინა სტატიაშიხუხაშვილი: იმას კი არ ვნანობ, მიშას რეჟიმი რომ შევცვალეთ, არამედ იმას, რომ ბიძინას გაჯეჯილების საშუალება მივეცი
შემდეგი სტატიამედვედევი: X-ს არ ვტოვებ, რადგან, აბა, სხვა ვინ ეტყვის სიმართლეს დასავლეთისა და ევროპის ქვეყნების ხალხს?