ბაალენი: მოვუწოდებ ქართულ ოცნებას ოპოზიციასთან იმუშაოს თავისუფალი არჩევნების დასანიშნად

მოვუწოდებ ქართულ ოცნებას განაახლოს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან და ერთად იმუშაოს რათა დაინიშნოს თარიღი თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ახალი რაუნდის უზრუნველსაყოფად – ნათქვამია ჰანს ვან ბაალენის ღია წერილში.

ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ გამოსვლას, მუქარებს და სიძულვილის ენას უკვე მოჰყვა პირველი მწვავე რეაქცია ევროპიდან:

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში არჩევნების შემდგომი კრიზისის პრაქტიკული გადაწყვეტა გადაუდებელია ისე როგორც არასდროს. შემდეგი ნაბიჯები მოითხოვს ჩართულობას და პოლიტიკური ჩიხის დასასრულს და არა შემდგომ სადამსჯელო მოქმედებებს ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ. მე ვარ ლიბერალი და მე მხარს ვუჭერ საქართველოს.

როგორც საერთაშორისო ლიბერალის საპატიო პრეზიდენტი და ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპული პარტიისთვის პრეზიდენტი, გარწმუნებთ, რომ ჩვენს კონტინენტს სჭირდება ძლიერი, უფრო დემოკრატიული საქართველო. საქართველო სადაც განსხვავებულ აზრს უსმენენ და პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა პარლამენტში წყდება და არა სასამართლოებში ოპოზიციონერი ფიგურების თვითნებური დაკავების შემდეგ. ახლა არის დიალოგის და დეესკალაციის და არა შემდგომი ურთიერთბრალდებების დრო- წერს თავის ღია წერილში ჰანს ვან ბაალენი

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა პოლიციელებს მიმართავს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“ ლიეტუველ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის შესახებ წერს