,,ბ-ნო ბიძინა სიცრუეში გაცხოვრებენ და გატყუებენ” – ელისო კილაძე

არა,ბ-ნო ბიძინა
-სიცრუეში გაცხოვრებენ და გატყუებენ !
რეალურად,არანაირი გუნდი თქვენ არ გყავთ,მხოლოდ კორუმპირებული ნაძირლების ხროვა გახვევიათ ,რომლებიც დღეიდან კიდევ უფრო მეტს მოიპარავენ,რადგან წუხელ თქვით რომ მათ დასჯას არ აპირებთ !
ლაშა ნაცვლიშვილმა ერთი რამ ვერ გაიგო-სტატისტიკა და იურიდიული წიაღსვლები ხალხს არ აინტერესებს!
ადამიანებს შია !
ადამიანებს წამლის ფული არა აქვთ !
ადამიანები სამართალს ვერ პოულობენ !
როცა ამბობთ,რომ სარალიძის მკვლელობის გირგვლიანთან შედარება უზნეობაა,იქვე უნდა გახსოვდეთ თემირლან მაჩალიკაშვილი,რომელიც სისტემამ მოკლა(სამწუხაროა,რომ არც არავინ შეგახსენათ)
ერთი წელი ითხოვეთ-და ამ ერთ წელში რეალურ ცვლილებებს კი არ დაგვპირდით,ყველაფერს თავის სახელს დავარქმევო,გვითხარით !
თქვენს პიარშიკებს ორიანი-სამართლიანი,მიუკერძოებელი ლიდერის ნაცვლად,ერთ ბუზღუნა გაბრაზებულ კაცად გამოჩნდით,რომელიც მთელი ინტერვიუს განმავლობაში რუსთავი 2-ს ეჩხუბებოდა !
ცოტა ხნის წინ გითხარით აქ-თქვენი არჩევანია,ან მოჭრით თავს იმ ცხრათავიან ურჩხულს რომელიც თავად შექმენით ქართული ოცნების სახით,ან მასთან ერთად გადაიჩეხებით თქო !
წუხელ ვნახე,რომ არჩევანი უკვე გააკეთეთ-უფსკრულის პირას დგახართ !
პირადად მე ჩემი ქვეყნის ბედი მაღელვებს და არა თქვენი კორუმპირებული გარემოცვის მომავალი ! – წერს ელისო კილაძე.

banner
წინა სტატიაშიმარტვილში პოლიციელების მხრიდან კაცის შესაძლო ცემის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატია„ის აზროვნებს, როგორც მოძალადე, როგორც მაფიოზური ტიპის მმართველი“ – სალომე სამადაშვილი ბიძინა ივანიშვილზე