„აზვსტალის“ მებრძოლთა ოჯახის წევრებმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს მიმართეს – გაქვთ ისტორიული შესაძლებლობა, გახდეთ ადამიანი, ვისი სახელიც ჩაიწერება ისტორიაში, როგორც გმირი

ლეგიონ „აზვსტალის“ მებრძოლთა ოჯახის წევრებმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს მიმართეს.

როგორც ერთ-ერთი მებრძოლის ოჯახის წევრმა განაცხადა, „აზოვსტალში“ აპოკალიპტური მდგომარეობაა.

„ჩემი მეუღლე ახლა „აზოვსტალშია“, მივმართავ ყველას, გთხოვთ გადაარჩინეთ ჩვენი დამცველები. ჩვენ მივმართავთ ყველა მთავრობას მსოფლიოს მაშტაბით გთხოვთ დაგვეხმარეთ. ჩვენ არ გვაქვს დრო. მივმართავ ძლიერ ადამიანებს, მათ შორის თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს – გთხოვთ დაგვეხმარეთ ჩვენი მებრძოლების გადარჩენაში. ჩემი მეუღლე ყოველ დღე მიგზავნის ომის ჩანაწერებს, ჩვენ ვიცით იქ რა ხდება. ჩემი მეუღლე ამას ერთი სიტყვით აღწერს- აპოკალიფსი, ის ამბობს, რომ იქ აპოკალიპტური მდგომარეობაა. დღეს მარიუპოლი 21- ე საუკუნის უდიდესი ჭრილობა და ტრაგედიაა“, – განაცხადა ერთი-ერთი მებრძოლის ოჯახის წევრმა.

ამასთან, მებრძოლთა ოჯახის წევრები თურქეთის პრეზიდენტს მოუწოდებენ, გააგზავნოს სამოქალაქო გემი, ყოველგვარი იარაღის გარეშე და წამოიყვანონ იქ დარჩენილი მებრძოლები.

„მინდა გითხრათ დილა მშვიდობისა, მაგრამ ამას უკვე დიდი ხანია აღარ ვამბობ, ამიტომ უბრალოდ გამარჯობა. ჩემი შვილი ახლა იმ ჯოჯოხეთშია, „აზოვსტალში“. ვიდრე ჩვენ აქ ვსაუბრობთ, ის ადამიანები იბრძვიან. ყველას ესმის რომ ომია, მაგრამ რაც აზოვსტალში ხდება, ომი არ არის, ეს სასაკლაო. ჩვენ ვითხოვთ ჩვენი ოჯახის წევრების გამოყვანას. ჩვენ გვჭირდება გმირი, რომელსაც ექნება საკმარისი პოლიტიკური გამბედაობა, რომ ეს პროცედურა განახორციელოს. პოლიტიკური კუთხით თუ შევხედავთ ამ საკითხს და გეოგრაფიულად, ასეთი ქვეყანა შეიძლება იყოს თურქეთი და ასეთი გმირი შეიძლება იყოს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი. მე მივმართავ მას, როგორც კაცი კაცს, როგორც მამა მამას, გთხოვთ, დამიბრუნეთ ჩემი შვილი. თქვენ გაქვთ ასეთი ოპერაციის განხორციელების გამოცდილება ახლო აღმოსავლეთში, გთხოვთ გააზგავნოთ სამოქალაქო გემი, ყოველგვარი იარაღის გარეშე, რომ წამოიყვანოთ ჩვენი ოჯახის წევრები. გვესმის, რომ არსებობს რისკები, გვესმის, რომ შეიძლება გამოყვანის დროს ისინი მოკლან, მაგრამ არც არჩევანის ფუფუნება გვაქვს. ბატონო ერდოღანო, თქვენ გაქვთ ეს ისტორიული შესაძლებლობა, რომ გახდეთ ადამიანი, ვისი სახელიც ჩაიწერება ისტორიაში, როგორც გმირი“, – განაცხადა „აზოვსტალის“ ერთ-ერთი მებრძოლის ოჯახის წევრმა.

banner
წინა სტატიაშიამ დრომდე შეგვიძლია დაცვის შენარჩუნება უკიდურესად მძიმე პირობებში, მოწინააღმდეგეს აქვს საჰაერო უპირატესობა და ასევე უპირატესობა ზღვაზე, სიტუაცია ძალიან რთულია – „აზოვის“ მეთაურის მოადგილე
შემდეგი სტატიასლოვენიაში, ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა – არიან დაშავებულები