“აზრი მათ უნდა ჰკითხოთ, რატომ გამოთქვამენ ასეთ ვარაუდებს,” – გელა ჩივიაშვილი კომუნალური ვაუჩერების შესახებ

თბილისის სოციალურად დაუცველი ოჯახები შესაძლოა კომუნალური ვაუჩერების გარეშე დარჩნენ – ამ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ განკარგულებაში, რომელიც ოპოზიციამ დღეს გაასაჯაროა, საუბარია მხოლოდ მარტის თვეში გაცემულ დახმარებაზე. ხოლო რაც შეეხება დანარჩენ თვეებს, გელა ჩივიაშვილიაცხადებს, რომ ეს თვეები მხოლოდ იმიტომ ვერ მოხვდა განკარგულებაში, რომ, დედაქალაქის მერიას მექანიზმი აქვს მოსამზადებელი, რის საფუძველზეც დახმარებები დარიგდება.

როგორც გელა ჩივიაშვილი აცხადებს, რომ მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, კომუნალური ვაუჩერის გაცემის წესი შეიცვლება.

“ვარაუდები, რომლებსაც ოპონენტები გამოთქვამენ, ალბათ აზრი მათ უნდა ჰკითხოთ, რატომ გამოთქვამენ ასეთ ვარაუდებს. განკარგულებით უკვე განსაზღვრულია მოსარგებლე, და ასევე ნოემბერ-დეკემბერზე, მექანიზმი როგორც კი იქნება მიღებული, მოსარგებლე არის სოციალურად დაუცველი 200 ათასი ქულის ქვევით,“ – განაცხადა თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის მტკიცებით, დედაქალაქის ბიუჯეტში დახმარებისთვის გამოყოფილი თანხა წინასაარჩევნოდ სხვა მიმართულებებით გადანაწილდა.

banner
წინა სტატიაშიკოჯოროში ცხედრის პოვნის ფაქტზე შსს-ში ბრიფინგი გაიმართება
შემდეგი სტატიავოლსკის თქმით, საარჩევნო სიის შედგენისას ივანიშვილთან კონსულტაციები გაგრძელდება