“აზოვსტალზე” იერიში არ წყდება… ქალები, ბავშვები ჯერ კიდევ ამ ჯოჯოხეთში არიან – ზელენსკი

“ამჟამად არ წყდება დაბომბვა და იერიში აზოვსტალზე. მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანა ჯერ კიდევ საჭიროა. ქალები, ბავშვები, რომლებიც ჯერ კიდევ იქ არიან, უნდა გამოიყვანონ. უბრალოდ წარმოიდგინეთ ეს ჯოჯოხეთი. იქ რჩებიან ბავშვები. ორ თვეზე მეტია მუდმივი დაბომბვა, მუდმივი სიკვდილია მათ მახლობლად. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიპოვოთ გამოსავალი ჩვენი სამხედროების გადასარჩენად. გმირებს, რომლებიც იცავენ მარიუპოლს ოკუპანტების წინააღმდეგ, ბევრი დაჭრილი ჰყავთ, მაგრამ ისინი არ ნებდებიან და პოზიციებს იკავებენ. არც ჩვენ ვნებდებით, ყოველდღე ჩვენი გუნდი ეძებს გზებს, რაც უზრუნველყოფს ამ ადამიანების უსაფრთხოებას.” – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკიმ ჯორჯ ბუში უკრაინაში მიიწვია
შემდეგი სტატიახალხი ამ ჯოჯოხეთიდან უნდა გამოვიყვანოთ – გაერო დღეს მარიუპოლიდან მორიგ ევაკუაციას გეგმავს