“აზოვსტალში” მყოფებს დანებების საშუალებას კიევი არ აძლევს – პუტინი

კრემლის ინფორმაციით, პუტინმა შარლ მიშელს სატელეფონო საუბრის დროს უთხრა, რომ მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის დატოვების უფლებას იქ მყოფებს, უკრაინის ხელისუფლება არ აძლევს. ოკუპანტი ქვეყნის მტკიცებით, ისინი უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც ახლა ქარხანაში იმყოფებიან, იარაღის დაყრის შემთხვევაში, “გარანტირებული აქვთ სიცოცხლე, ღირსეული მკურნალობა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, მაგრამ კიევის რეჟიმი არ იძლევა ამ შესაძლებლობის გამოყენების საშუალებას”, – აცხადებს კრემლი.

კრემლის ინფორმაციითვე, პუტინმა მიშელთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა „ევროკავშირის წარმომადგენლების უპასუხისმგებლო განცხადებებზე უკრაინაში სიტუაციის სამხედრო გზით გადაწყვეტის აუცილებლობის შესახებ, ასევე უკრაინის უსაფრთხოების ძალების მრავალრიცხოვანი სამხედრო დანაშაულების იგნორირებაზე“.

პუტინის თქმით, ბრიუსელს შეუძლია “აიძულოს კიევის ხელისუფლება შეაჩეროს დონბასში დასახლებების მასიური დაბომბვა”.

გარდა ამისა, ოკუპანტების პრეზიდენტი თვლის, რომ ევროკავშირის ლიდერები “რუსოფობიას” ახალისებენ თავისი ქმედებებით.

რაც შეეხება პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის შესაძლებლობას. კრემლის მტკიცებით, ამ საკითხზე, პუტინმა მიშელს უთხრა, რომ ეს დამოკიდებულია უკრაინულ-რუსულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების კონკრეტულ შედეგებზე. ამ მოლაპარაკებებზე კი რუსეთის თქმით, უკრაინა “არათანმიმდევრულია”.

პუტინისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სატელეფონო მოლაპარაკებები დღეს შედგა.

banner
წინა სტატიაშიოკუპანტებმა ხარკოვში საწყობი დაბომბეს – არის მსხვერპლი
შემდეგი სტატიაზელენსკისთან შეხვედრა მოლაპარაკებების შედეგზეა დამოკიდებული – პუტინი