„აზოვსტალში“ დარჩენილი უკრაინელი მებრძოლები თურქეთში ევაკუაციას ითხოვენ“ – „დონეცკის რესპუბლიკის“ ხელმძღვანელი

„აზოვსტალში“ მყოფი მებრძოლები თურქეთში ევაკუაციას ითხოვენ, – ამის შესახებ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა დენის პუშილინმა განაცხადა.

მისი თქმით, მებრძოლებს უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე ევაკუაცია არ სურთ.

„ისინი ცდილობენ გარიგებას. საუბრობენ იმაზე, თუ როგორ ჯობია დანებდნენ. ისინი არ ენდობიან კიევს. მათ ბოლო თხოვნაში ევაკუაცია ან კიევში ან უკრაინის მიერ კონტროლირებად მხარეს მოთხოვნილი არ არის. მათ თურქეთში უნდათ წასვლა, სადაც მზად არიან, რომ განიარაღდნენ. რასაკვირველია, სისულელეებს გვთავაზობენ“, – განაცხადა პუშილინმა.

აღნიშნულ განცხადებაზე კომენტარი უკრაინულ მხარეს ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა უახლოეს წლებში გაზის ექსპორტიორი გახდება – დენის შმიგალი
შემდეგი სტატიაუკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარებმა რუსული საბრძოლო ტანკი T-72 ააფეთქეს