აზოვსტალის შესახებ პირველი ოფიციალური ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარისგან

აზოვსტალის შესახებ პირველი ოფიციალური ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარისგან:

თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურმა სხვა დეპარტამენტებთან ერთად „აზოვსტალიდან“ ნოვოაზოვსკში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს 53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო. კიდევ 211 ადამიანი ჰუმანიტარული დერეფნით ოლენევკაში ჩაიყვანეს.

მალიარის ცნობით, ამჟამად ტარდება ღონისძიებები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე დარჩენილი დამცველების გადასარჩენად.

banner
წინა სტატიაშილეგიონ „აზოვის“ მეთაური დენის პროკოპენკო აცხადებს, რომ მარიუპოლის დამცველები უმაღლესი სამხედრო მეთაურობის გადაწყვეტილებას ასრულებენ
შემდეგი სტატიაზელენსკი: უკრაინას ცოცხლად სჭირდება უკრაინელი გმირები