„აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიის ბოლო დაბომბვის დროს 600-ზე მეტი ადამიანი დაშავდა – მარიუპოლის მერი

მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე დროებით მოწყობილი საავადმყოფოს ბოლოდროინდელი დაბომბვის შედეგად 600-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.„თქვენ უკვე იცით, რომ მათ საავადმყოფოს ბომბები ესროლეს, საჰაერო ბომბებმა გაანადგურეს საავადმყოფო, ეს ომის დანაშაულის ნიშანია, რადგან დაჭრილთა რაოდენობა მანამდე 170 იყო ახლა კი 600-ზე მეტია“, – აცხადებს ვადიმ ბოიჩენკო.

ბოიჩენკო ასევე აცხადებს, რომ რუსებს ოთხი ე.წ ფილტრაციის ცენტრი აქვთ მოწყობილი, სადაც იმ ადამიანებს ამოწმებენ, რომლებსაც ევაკუაცია სურთ. მისი თქმით, ზოგიერთი ოჯახი, ვისაც უკრაინის ტერიტორიის დატოვება სურს, რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე იძულებით გადაჰყავთ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი საკანონმდებლო პროცესის ხელშეწყობისა და გაუმჯობესების საკითხებზე მუშაობს
შემდეგი სტატიაუკრაინა აცხადებს, რომ რუსეთმა დონბასის რეგიონში ფოსფორიანი საბრძოლო მასალები გამოიყენა