„აზოვსტალის“ ქარხნიდან, ქალაქ მარიუპოლიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან 500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

„აზოვსტალის“ ქარხნიდან, ქალაქ მარიუპოლიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან 500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა „ტვიტერით“ განაცხადა.

„გაერო-სა და „წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის“ ერთიანი ოპერაციის შედეგად, ორმა უსაფრთხო კოლონამ წარმატებით განახორციელა 500-მდე ადამიანის ევაკუაცია „აზოვსტალის“ ქარხნიდან, მარიუპოლიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან. იმედი მაქვს, რომ მოსკოვთან და კიევთან მუდმივი კოორდინაცია მეტ ჰუმანიტარულ პაუზას მოახდენს, მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოდ გადასაადგილებლად“, – დაწერა გუტერეშმა „ტვიტერზე“.

banner
წინა სტატიაშიგერმანია უკრაინას PzH 2000-ის ტიპის თვითმავალ ჰაუბიცებს გაუგზავნის
შემდეგი სტატიაწილოსანი – მნიშვნელოვანი იქნება, თუ ექიმები ისაუბრებენ რა სამედიცინო დახმარება სჭირდება სააკაშვილს, რომელიც აქ არ ეძლევა და უბრალოდ პოპულისტურად არ გამოიყურებოდეს მათი განცხადებები