აზოვსტალის ქარხანაში 200-მდე ადამიანია დარჩენილი, მათ შორის 20 ბავშვია – უკრაინელი მეთაური

უკრაინელი მეთაურის ცნობით, მარიუპოლში აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში 200-მდე ადამიანია დარჩენილი, მათ შორის 20 ბავშვია. მისივე თქმით, როგორც კი გუშინ ევაკუაცია დასრულდა რუსეთმა შეტევა დაიწყო.

მისი თქმით, არტილერიის შეტევა დილის 3 საათამდე გრძელდებოდა.

“აზოვსტალიდან ევაკუაციაზე არაფერს ვიტყვი. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ამის გაკეთებას, ვეხვეწებით. ყველაზე დიდი პრობლემა დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებია. ჩვენი საველე ჰოსპიტალი რამდენიმე დღის წინ დაიბომბა. სამედიცინო დახმარება უწევთ უკიდურესად მძიმე პირობებში. ამჟამად 500-მდე მათგანია აზოვსტალში. მათი დაზიანებები სხვადასხვა სიმძიმისაა. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარდეს”, – განცხადა მან.

banner
წინა სტატიაშიისრაელი, სერგეი ლავროვის მიერ ჰიტლერის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო, მოსკოვისგან ბოდიშს ითხოვს
შემდეგი სტატიათითქოს მიხეილ სააკაშვილს არ ეწეოდა და არ ეწევა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, მტკნარი სიცრუეა – ბრეგაძე