აზოვსტალის ქარხანა კიდევ 50-ზე მეტმა მშვიდობიანმა მოქალაქემ დატოვა – Reuters

კვირას, 1 მაისს მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან გაეროს სიმბოლოებიანი მანქანებით კიდევ 50-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ევაკუაცია მოხდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აზოვსტალის ქარხნის ტერიტორია ჯერ, დაახლოებით, 40-მა მშვიდობიანმა მოქალაქემ დატოვა, რომლებიც დონეცკის ოლქის სოფელ ბეზიმენში ჩავიდნენ. მოგვიანებით შეთანხმებულ თავშესაფრამდე კიდევ 14-მდე ადამიანი მივიდა.

30 აპრილს აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა თქვა, რომ აზოვსტალის ქარხნის ნანგრევებიდან 20 მშვიდობიანი მოქალაქის ამოყვანა და ევაკუაციისთვის შეთანხმებულ ადგილამდე მიყვანა შეძლეს.

banner
წინა სტატიაშიმოლდოვის სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებზე კიბერთავდასხმა მოხდა
შემდეგი სტატიაუკრაინელები დაამარცხებენ სიცოცხლის გასანადგურებლად მოსულ რუს დამპყრობლებს – ზელენსკი