უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი ამბობს, რომ “აზოვსტალიდან” სამხედროების ევაკუაციის საკითხზე მოლაპარაკებები თურქეთის შეუამავლობით მიმდინარეობს.
როგორც ვერეშჩუკმა აღნიშნა, ამ ეტაპზე საევაკუაციო გეგმის შემუშავება მიმდინარეობს, რაშიც გაერო და წითელი ჯვარიც ჩართულია.
მისივე თქმით, სპეცოპერაცია რამდენიმეეტაპიანი იქნება და პირველ რიგში მძიმედ დაჭრილების ევაკუაცია მოხდება.
“დავიწყეთ მოლაპარკებების ახალი რაუნდი. ვმუშაობთ “აზოვსტალიდან” ევაკუაციის საგზაო რუკაზე. დავიწყებთ მძიმედ დაჭრილებით. ჩვენ გვჭირდება დოკუმენტი, ზუსტად როგორ მოხდება ევაკუაცია. ვემზადებით ხელმოწერისთვის”, – თქვა ვერეშჩუკმა.