აზოვსტალიდან ევაკუაციაში გაეროსა და ICRC-ის ჩართვის შესახებ შეთანხმება არ არსებობს – პესკოვი

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის შეხვედრაზე არ მიღწეულა კონკრეტული შეთანხმება მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში გაეროსა და წითელი ჯვრის (ICRC) ჩართვის შესახებ.

“ეს თემა ნამდვილად გააჟღერა ბატონმა გუტერეშმა და ეს კიდევ გაგრძელდება, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული შეთანხმებები არ არსებობს”. – თქვა პესკოვმა.

26 აპრილს, ვლადიმირ პუტინისა და ანტონიო გუტერეშის შეხვედრის შემდეგ გაერომ გაავრცელა განცხადება, რომ პუტინი “პრინციპში” დათანხმდა გაეროსა და წითელი ჯვრის ჩართულობას მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში.

ბოლო ცნობებით, აზოვსტალის ქარხანაში, დაახლოებით, 1 000 მშვიდობიანი მოქალაქე და 500 დაჭრილი სამხედრო იმყოფება.

banner
წინა სტატიაში“გაზპრომბანკის” ვიცე-პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლოს
შემდეგი სტატიამედვედჩუკის უკრაინელ სამხედროებში გაცვლა არ განიხილება – პესკოვი