აზოვსტალიდან 100-მდე მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მარიუპოლიდან, აზოვსტალის ქარხნიდან 100-მდე მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა და ამ დროისთვის ისინი კონტოლირებადი ტერიტორიისკენ მიემართებიან.

“აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. პირველი ჯგუფი – 100-მდე ადამიანი, უკვე კონტროლირებადი ტერიტორიისკენ მიემართება. ხვალ მათ ზაპოროჟიეში შევხვდებით. მადლობა ჩვენს გუნდს! ახლა ისინი გაეროსთან ერთად ქარხნიდან დანარჩენი მოქალაქეების ევაკუაციაზე მუშაობენ”, – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიგერმანია რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას მხარს უჭერს
შემდეგი სტატიაპუტინმა რუსეთის კიბერუსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა