“აზოვსტალი” დაიბომბა და თითქმის მთლიანად განადგურდა, ხალხი ნანგრევების ქვეშაა-აზოვი

“აზოვსტალი” დაიბომბა და თითქმის მთლიანად განადგურდა, ხალხი ნანგრევების ქვეშაა, -ამის შესახებ აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ სვიატოსლავ „კალინა“ პალამარმა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს მორალი და პრინციპები, ჩვენ არ ვარღვევთ ომის კანონებს და წესებს. ჩვენ მივმართეთ მთელ მსოფლიოს, ყველას, ვისაც შეუძლია რამის გაკეთება, რომ მოხდეს დაჭრილების ევაკუაცია, დაღუპულების გაყვანა, რომ მათი ცხედრები გადავცეთ ოჯახებს და ისინი სამხედრო პატივით დაიკრძალონ. ამ დრომდე ამისთვის არაფერი გაკეთებულა. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და გამოვიყენებთ ყველა ტყვიას, რომელიც გვაქვს. ჩვენ ბოლომდე არ ვიცით სიტუაცია, მაგრამ „აზოვსტალის“ ქარხანა თითქმის სრულადაა დაბომბილი. იქ ხალხი ნანგრევებში იმყოფება. ჩვენ ისინი გამოგვყავს“, – განაცხადა სვიატოსლავ პალამარიმ.

banner
წინა სტატიაშიმაქსიმ გალკინი: გონს მოეგეთ, კომკავშირელები… ტფუი…(ვიდეო)
შემდეგი სტატია$800 მილიონის ღირებულების უსაფრთხოების დახმარებამ უკრაინაში “ჩასვლა დაიწყო”