„აზოვის“ პოლკმა ეჭვქვეშ დააყენა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ეფექტურობა -სანქციები ახლა არც თუ ისე ეფექტურია

„აზოვის“ პოლკმა ეჭვქვეშ დააყენა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეფექტურობა. ამის შესახებ აზოვის პოლკის დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცერმა ილია სამოილენკომ განაცხადა.

„თქვენი კეთილდღეობა ეფუძნება რუსულ გაზს, მაგრამ ეს არის 50,000 უკრაინელი ადამიანის სიცოცხლის ფასი. ძალიან მადლობელი ვარ საერთაშორისო დახმარებისთვის, როგორც ფინანსური, ასევე სამხედრო. მაგრამ გულწრფელად უნდა ვთქვა: დახმარება და სანქციები ახლა არც თუ ისე ეფექტურია“, – განაცხადა სამოილენკომ.

სამოილენკომ, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტნიორების მიერ გაწეული სამხედრო დახმარება საკმარისი არ არის.

„ჩვენ გვჭირდება მეტი იარაღი, მეტი საბრძოლო მასალა. უკრაინა ახლა მთელი მსოფლიოს ფარია, როგორც ეს რამდენიმე საუკუნის განმავლობაში იყო“, – აღნიშნა მან.

banner
წინა სტატიაშითბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია
შემდეგი სტატიამუდმივად ვუჭერდით მხარს უკრაინას პოლიტიკური, დიპლომატიური, ჰუმანიტარული და ტექნიკური თვალსაზრისით, ამ დახმარებას გავაგრძელებთ – ხორვატიის პრემიერ-მინისტრი