“აზოვის” ბატალიონის ცნობით, ოკუპანტები, რომლებმაც ბუჩაში ომის დანაშაულები ჩაიდინეს, ახლა მარიუპოლში გადაიყვანეს

მარიუპოლის დამცველებმა ქალაქში აღმოაჩინეს მტრის სამხედრო ტექნიკა, მათ შორის რუსული ტანკები სიმბოლო – „V“-ს წარწერით.

აზოვის ბატალიონი ამის შესახებ ინფორმაციას Telegram – ის არხში ავრცელებს. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ოკუპანტები, რომლებმაც ბუჩაში სისასტიკე ჩაიდინეს, ახლა მარიუპოლში გადაიყვანეს: ისინი ხოცავდნენ, აუპატიურებდნენ და აწამებდნენ მშვიდობიანი მოსახლეობას.

მარიუპოლის დამცველები ამბობენ, რომ სწორედ ახლა “პუტინის ურდო აგრძელებს გამანადგურებელ თვითნებობას დანგრეულ ქალაქში”, სადაც ჯერ კიდევ 100 000-მდე ადამიანია.

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
შემდეგი სტატიაფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები ახლებურად დარეგულირდება