აზოტის ქარხნის თავშესაფრებში 550-ზე მეტი ადამიანი უარს ამბობს ევაკუაციაზე

აზოტის ქარხნის თავშესაფრებში რჩება 568 ადამიანი, მათ შორის 38 ბავშვი. ძირითადად ეს საწარმოს თანამშრომლები და მათი ოჯახები არიან,- ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა
“ქარხანაში არის რამდენიმე თავშესაფარი, ძირითადად იქ იმყოფებიან საწარმოს თანამშრომლები ოჯახებით. მათ კატეგორიული უარი განაცხადეს ევაკუაციაზე. ახლა მათ აქვთ საკვები, წყალი და ძირითადი მედიკამენტები”, – თქვა გაიდაიმ.

banner
წინა სტატიაშიცვლილებების მოტივები ქართული სასამართლო სისტემის მიმართ ნდობას კიდევ უფრო ამცირებს – ვენეციის კომისია
შემდეგი სტატიაანრი ოხანაშვილი ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ჩვენ მზად ვართ წარმოდგენილ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, ისევე როგორც აქამდე, შემდგომშიც გავაგრძელოთ მსჯელობა