აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები გრძელდება

წალენჯიხაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობითი სამუშაოები გრძელდება , მავნებლის საწინააღმდეგო ქიმიური წამლობა ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში უკვე მეოთხედ განხორციელდა . ამის შესახებ ,,თაიმერს” მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

 

გვიან ღამემდე აღნიშნულ ტერიტორიაზე 12 ერთეული ტექნიკით ხდებოდა მავნებლის წინააღმდეგ სამუშაოების განხორციელება. ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით მუშავდება. უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სამუშაოების დაწყების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ წინასწარ ხდება მოსახლეობის ინფორმირება, ამასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები აფრთხილებენ მოსახლეობას, წამლობის დასრულებამდე არ გამოუშვან სკებიდან ფუტკარი!

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები. ქიმიური წამლობის არეალი და ვადა მონიტორინგის საფუძველზე განისაზღვრება. ამჟამად მიმდინარეობს ქიმიური დამუშავება იმ ფართობების, სადაც დამჭერებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა.

ამ მიზნით,  მობილიზებული და გადანაწილებულია ტექნიკა. პარალელურად გრძელდება მონიტორინგი, რომლის შედეგებიც თავს იყრის აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული საკოორდინაციო შტაბის ელექტრონულ ბაზაში.

 

banner
წინა სტატიაშისკანდალი – მთავარი პროკურორის პოსტზე წულუკიანის ნათლულის მამა გაჰყავთ
შემდეგი სტატიაქალაღალის უბანში სტიქიისაგან დაზიანებული სამანქანე გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები 950 გრძივ მეტრზე მიმდინარეობს