აზიური ფაროსანას გამო, ბათუმის 23-ე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა

აზიური ფაროსანას გამო, ბათუმის 23-ე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა. როგორც ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი, ნატალია ზაქარეიშვილი აცხადებს, შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება, სასწავლო პროცესი კი ხვალაც შეწყვეტილი იქნება, ვიდრე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ყველა საჭირო პროცედურა არ ჩატარდება.

მისივე თქმით, მწერები გუშინ ბაღის ხელმძღვანელმა შენიშნა.
“ბათუმში, 23-ე საბავშვო ბაღში აზიური ფაროსანა გუშინ დავაფიქსირეთ. ამიტომ, 9-10 ოქტომბერს სასწავლო პროცესი შევწყვიტეთ. სადეზინფექციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს”, – განაცხადა ნატალია ზაქარეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რამდენიმე საათში განცხადებას გააკეთებს
შემდეგი სტატიაუკრაინის პროკურატურამ დაასახელა რუსი დეპუტატის მკვლელობის დამკვეთი