აზიური ფაროსანას დასამარცხებლად 2018 წლის ბიუჯეტში 4 მლნ ლარია გათვალისწინებული

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებებისთვის 2018 წლის ბიუჯეტში ამ ეტაპზე 4 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

პარალელურად, გრძელდება მუშაობა დონორებთან და იმ ქვეყნებთან, რომლებსაც მავნებელთან ბრძოლის კუთხით გამოცდილება დაუგროვდათ.

თემაზე დღეს პარლამენტში ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ბიუჯეტიდან მოსახლეობამ შესაბამისი კომპენსაციაც უნდა მიიღოს.

ხელისუფლების ოპონენტები მთავრობას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ.

banner
წინა სტატიაშიჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატია“Bloomberg”–მა რუსეთის პრემიერობის კანდიდატთა სავარაუდო სია გამოქვეყნა