“აზიმუტი” აცხადებს, რომ მოსკოვიდან ბათუმისა და სოჭიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს

Sukhoi superjet 100 ssj-100 Azimut airlines, airport Pulkovo, Russia Saint-Petersburg. October 10, 2017

რუსული ავიაკომპანია “აზიმუტის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ კომპანია მოსკოვიდან ბათუმის მიმართულებით, ასევე სოჭიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს.

საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ფრენები “ვნუკოვოს” აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით 9 ოქტომბრიდან დაიწყება, სოჭიდან თბილისის მიმართულებით კი 11 ოქტომბრიდან.

რუსული კომპანიის ცნობით, სოჭი-თბილისი-სოჭის რეისები ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება, მოსკოვი-ბათუმი მოსკოვის მიმართულებით კი ორშაბათს და ხუთშაბათს.

“აზიმუტმა” საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 15 მაისს მიიღო. კომპანია მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით, კვირაში შვიდი სიხშირით დაფრინავს.

banner
წინა სტატიაშიფრონტის ხაზიდან 225 კმ-ით დაშორებულ ქალაქ სოროკინოში ოკუპანტთა საწყობი ააფეთქეს
შემდეგი სტატიაბიჭვინთაში X-XI საუკუნეების ქართული ტაძარი რუსულ ყაიდაზე თეთრად გადაღებეს, თეატრის სკამები დაამონტაჟეს და ლოცვის ნაცვლად მუსიკა ისმის